მთავარ კონტენტზე გადასვლა / Skip to main content

ჩემი პირველი ნერგი

ნერგის დარგვა არ არის ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროცესია, რომელიც აყალიბებს გარემოზე პასუხისმგებელ მომავალ თაობას.

დარგული ნერგები
13 721
დასარგავი ნერგი
43 000
რეგიონი, დამატებით თბილისი
10
მუნიციპალიტეტი
64
ინტერაქტიული რუკა

სად ირგვება ნერგები

სრული რუკის ნახვა

რუკა ავტომატურად ჩაიტვირთება

რეგიონებისულ დარგული ნერგები: 13 721
თბილისი4 758
აჭარა1 716
იმერეთი1 443
კახეთი1 438
სამცხე-ჯავახეთი1 315
ქვემო ქართლი1 183
მცხეთა-მთიანეთი569
შიდა ქართლი557
სამეგრელო-ზემო სვანეთი385
გურია276
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი81
პროექტის შესახებ

პლატფორმა - მწვანე მომავლისთვის

ჩემი პირველი ნერგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2026 წლის 31 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე, ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“. აღნიშნულის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს: ა) ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის/ზრდის მხარდაჭერას;

ვრცლად

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ადრეული ასაკიდან

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ ბავშვებს ადრეული ასაკიდან აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული მონაწილეობით გაეცნონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას, დაეხმარება გააცნობიერონ, რომ თითოეული ადამიანის ქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაში.

ვრცლად

მდგრადი გამწვანება პარტნიორობით

პროგრამას „ჩემი პირველი ნერგი“ ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით.

ვრცლად

ბიომრავალფეროვნების დაცვა

ნერგების დარგვა ხორციელდება სკოლების, საცხოვრებელი უბნებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ხელს უწყობს მწვანე საფარის ზრდას.

ვრცლად

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება

მეტი გამწვანებული სივრცე ამცირებს ჰაერში მტვრისა და მავნე ნაწილაკების რაოდენობას და აუმჯობესებს მიკროკლიმატს.

ვრცლად
ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

პლატფორმა ღიაა ნებისიერი მომხმარებლისათვის. კონკრეტული ნერგის ჩანაწერის დამატება და მისი ზრდის შესახებ ინფორმაციის მართვა შეუძლია პროგრამის ნებისმიერ მონაწილეს. რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადი მონაცემების დაფიქსირება.