მთავარ კონტენტზე გადასვლა / Skip to main content

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ადრეული ასაკიდან

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ ბავშვებს ადრეული ასაკიდან აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული მონაწილეობით გაეცნონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას, დაეხმარება გააცნობიერონ, რომ თითოეული ადამიანის ქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაში. ნერგის მოვლის პროცესი კი მათ აჩვენებს, რომ ბუნებაზე ზრუნვა ერთჯერადი აქტივობა არ არის - ის მუდმივ ყურადღებას, ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამგვარად, ინიციატივა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ღირებულებების ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებას და მომავალი თაობის აღზრდას, რომელიც აცნობიერებს საკუთარ როლს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში.

ახლად დარგული ნერგი ადამიანის ხელში

01

პირველკლასელების ჩართულობა

პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია პირველკლასელების ჩართულობა ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროცესში, ბავშვების მონაწილეობა ნერგების დარგვაში არა მხოლოდ ხელს შეუწყობს გარემოს გაუმჯობესებას, არამედ შექმნის გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბების საფუძველს ადრეული ასაკიდან. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა გახდეს გრძელვადიანი საზოგადოებრივი ღირებულება.

დაარეგისტრირე შენი ნერგი

დარგე ნერგი, დაარეგისტრირე პლატფორმაზე და თვალი ადევნე მის ზრდას ინტერაქტიულ რუკაზე.