მთავარ კონტენტზე გადასვლა / Skip to main content

პროექტის შესახებ

დაედითებული პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ 2026 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დამტკიცდა. აღნიშნულის ფარგლებში, თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი დარგავს საკუთარ ნერგს. პროექტი 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. პროგრამა მხოლოდ ნერგის დარგვით არ შემოიფარგლება - მას საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ახლავს. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა, მომზადებულია შემეცნებითი ვიდეორგოლი და ბუკლეტი. თითოეულ ბავშვს ასევე ექნება შესაძლებლობა, შეავსოს საკუთარი ნერგის პასპორტი, რომელიც მისთვის ამ მნიშვნელოვანი დღის სამახსოვრო გახდება.

ახლად დარგული ნერგი ადამიანის ხელში

01

პირველკლასელები ნერგს მთელი საქართველოს მასშტაბით დარგავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2026 წლის 31 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე, ხორციელდება  პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“.

აღნიშნულის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს:

ა) ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის/ზრდის მხარდაჭერას;

ბ) ბიომრავალფეროვნების დაცვას;

გ)კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას და მდგარდი განვითარების პრინციპების დამკვიდრებას;

დ) პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან. 










 




 
 
 
დასახლება კავკასიონის მთების ფონზე

02

რატომ გვჭირდება მეტი მწვანე სივრცე22

საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს არსებული მწვანე საფარის ნაკლებობა უარყოფითად აისახება გარემოს მდგომარეობაზე, მათ შორის ჰაერის, მიკროკლიმატისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.

პროგრამის ფარგლებში ნერგები დაირგვება დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის სკოლების, საცხოვრებელი უბნებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ხელს შეუწყობს მწვანე საფარის გაზრდას და ბიომრავალფეროვნების დაცვას.

მწვანე ბორცვები და ტყე მზის ამოსვლისას

03

პირველკლასელების ჩართულობა

პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია პირველკლასელების ჩართულობა ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროცესში, ბავშვების მონაწილეობა ნერგების დარგვაში არა მხოლოდ ხელს შეუწყობს გარემოს გაუმჯობესებას, არამედ შექმნის გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბების საფუძველს ადრეული ასაკიდან. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა გახდეს გრძელვადიანი საზოგადოებრივი ღირებულება.

04

რას ვაღწევთ ერთად

  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ადრეული ასაკიდან. თითოეული მონაწილე ბავშვი დარგავს საკუთარ ნერგს და აკვირდება მის ზრდას.
  • მდგრადი გამწვანება პარტნიორობით. მკვიდრდება მდგრადი გამწვანების პრაქტიკა.
  • ბიომრავალფეროვნების დაცვა. ნერგები ირგვება სკოლების, საცხოვრებელი უბნებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ზრდის მწვანე საფარს.
  • ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. მეტი გამწვანებული სივრცე ამცირებს ჰაერში მტვრისა და მავნე ნაწილაკების რაოდენობას და აუმჯობესებს მიკროკლიმატს.

05

პლატფორმა - მწვანე მომავლისთვის

ეს ვებგვერდი იხსნება პროგრამით „ჩემი პირველი ნერგი“, თუმცა პლატფორმა იმგვარადაა აგებული, რომ მომავალშიც ყველამ შეძლოს საკუთარი დარგული ნერგის მონაცემების განთავსება.

დაარეგისტრირე შენი ნერგი

დარგე ნერგი, დაარეგისტრირე პლატფორმაზე და თვალი ადევნე მის ზრდას ინტერაქტიულ რუკაზე.