01
პირველკლასელები ნერგს მთელი საქართველოს მასშტაბით დარგავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2026 წლის 31 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე, ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“.
აღნიშნულის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს:
ა) ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის/ზრდის მხარდაჭერას;
ბ) ბიომრავალფეროვნების დაცვას;
გ)კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას და მდგარდი განვითარების პრინციპების დამკვიდრებას;
დ) პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.

